(მრავლ.), [ბერძნ. antidoton საწინააღმდეგოდ მოქმედი საშუალება, (anti წინააღმდეგ, dotos მიცემული)] - შხამსაწინააღმდეგო ნივთიერებანი, რომლებსაც ხმარობენ შხამით მოწამვლის დორს: 1. ორგანიზმიდან შხამის გამომტანი ნივთიერებანი (მაგ. საფაღარათო და პირსაქმებელი საშუალებანი); 2. შხამიან რეაქციაში შემავალი ნივთიერებანი, რომლებიც შთანთქავენ შხამს (მაგ., გააქტივებული მცენარეული ნახშირი); 3. ნივთიერებანი, რომლებიც უვნებელყოფენ შხამის მოქმედებას ორგანიზმზე (მაგ., ჟანგბადი აძევებს ნახშირორჟანგს კარბოქსიჰემოგლობინიდან და წარმოქმნის ოქსიჰემოგლობინს) და სხვ. |