(ბერძნ. anti წინააღმდეგ, genos გვარი, წარმოშობა) - მაღალმოლეკულური კოლოიდური ნაერთები, უმთავრესად მცენარეული, ბაქტერიული ან ცხოველური ცილები. კანქვეშ, კუნთებსა ან სისხლში მათი შეყვანის შემდეგ ორგანიზმში წარმოიქმნება ანტისხეულები. ანტიგენს აქვს წარმოქმნილ ანტისხეულებთან სპეციფიკურ რეაქციაში შესვლის უნარი. ანტიგენური თვისებები ახასიათებს აგრეთვე გველის, მორიელის, ფუტკრის, ზოგიერთი ობობის შხამს. ერთი ცხოველის ცილა ანტიგენია იმავე სახის სხვა ცხოველისათვის. ამით არის გამოწვეული ქსოვილის გადანერგვისას ქსოვილიანი შეუთავსებლობის რეაქციას იმ შემთხვევების გამოკლებით, როდესაც ქსოვილი გადანერგილია ერთკვეცხიანი ტყუპის ცალიდან მეორეზე. |