(მრავლ. მდედრ.), [ბერძნ. aphthai (apto ავაალებ) წყლულები] - მტკივნეული, ზედაპირული, წვრილი პატარა მოყვითალო წყლულები პირის ღრუს, იშვიათად საშოს ლორწოვან გარსზე. ვითარდება, როგორც დამოუკიდებელი დაავადება ან რაიმე მწვავე დაავადების (ტურქულის, გრიპის, განსაკუთრებით კუჭ-ნაწლავის დაავადების) გართულებაა. პირის ღრუს აფთების დროს დამახასიათებელია ტკივილი, ნერწყვის გაძლიერებული დენა, ღეჭვისა დაყლაპვის გაძნელება, ტემპერატური აწევა, ყბისქვეშა ლიმფური კვანძების შესივება. 5-7 დღის შემდეგ აფთები უნაწიბუროდ ხორცდება. |