|
appendicitis |
[ლათ. appendix (ნათ. appendicis) დანამატი, ბერძნ. –itis ანთება] - ჭიანაწლავის ანთება, ქრონიკული ან მწვავე. ახასიათებს ძლიერი ტკივილი მარჯვენა თეძოს ფოსოში. თან სდევს გულისრევა, ზოგჯერ ღებინება, ტემპერატური აწევა (37.5 – 38.5o), ლეიკოციტოზი და სხვ. მწვავე აპენდიციტის დროს აუცილებელია ოპერაციის გაკეთება. |