lexicon.psp.ge

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
arteriitis
(ბერძნ. arteria იხ. არტერია, -itis ანთება) - არტერიის ანთება. მწვავე არტერიიტი ვითარდება მძიმე ინფექციური დაავადების (ტიფის,სეფსისის, გრიპის, ხუნაგის, ქუნთრუშისა და სხვ.) შედეგად. არტერიის კედელში დესტრუქციული ცვლილებები ვითარდება, ელასტიკური და კუნთოვანი ბოჭკოები იშლება, რასაც ხშიარ დაერთვის თრომბის წარმოქმნა. ჩირქოვანი არტერიის დროს კედლის მთლიანობა შეიძლება დაირღვეს ან წამოიქმნას ანევრიზმა. ქრონიკული არტერიიტი ვითარდება ტუბერკულიოზის, აქტინომიკოზის, სიფილისის, მალარიისა და სხვ. ქრონიკულ დაავადებათა დროს.