|
arteriosclerosis |
(ბერძნ. arteria იხ. არტერია, skleros მაგარი ) – არტერიის კედლის გამკვრივება - გასქელება, ვითარდება სხვადასხვა ქრონიკული პროცესის (ათეროსკლეროზის, ანთების, ინფექციის, ინტოქსიკაციის და სხვ.) შედეგად. სისხლძარღვის კედელი კარგავს ელასტიურობას, მისი სანათური ვიწროვდება ან ფართოვდება, რასაც ქსოვილის სისხლით მომარაგების მოშლა მოსდევს. ზოგჯერ ტერმინით „არტერიოსკლეროზი“ აღნიშნავენ სხეულის გარკვეული ნაწილის ან ორგანოს (კიდურების, თირკმლების, ტვინის) არტერიების სკლეროზულ პროცესს. |