|
astigmatismus |
(ბერძნ. a უარყ. ნაწ., stigme წერტილი) - თვალის შუქმტეხი აპარატის ნაკლოვანება. გამოწვეულია რქოვანას და უფრო იშვიათად ბროლის ზედაპირის უთანაბრო სიმრუდთ. საგნებიდან არეკლილი სხივები არ იკრიბება ერთ წერტილში, რის გამოც თვალის ბადურაზე არ მიიღება წერტილოვანი, ფოკუსური გამოსახულება და ავადმყოფი გარკვევით ვერ ხედავს საგანს. |