|
bacteriostasis |
(ბერძნ. bakterion ჩხირი, statis დგომა) – ბაქტერიების ზრდა-გამრავლების შეჩერება; იწვევს ფიზიკური ან ქიმიური ფაქტორების საზიანო მოქმედება ან ბაქტერიების ზრდისათვის აუცილებელი პირობების (გარემოს ტენიანობა, ტემპერატურა და სხვ.) უქონლობა. გამომწვევი ფაქტორების მოქმედების შეწყვეტის შემდეგ ბაქტერიულ უჯრედს უბრუნდება ზრდისა და გაყოფის უნარი, ხანგრძლივი მოქმედებისას კი იგი იღუპება. ბაქტერიოსტაზი ინფიცირებულ ორგანიზმზე ქიმიოთერაპიულ ან ანტიბიოტიკურ ნივთიერებათა მოქმედების ერთ-ერთი ძირითადი მექანიზმია. |