|
basalioma |
(ლათ. basalis ფუძისეული,-oma სიმსივნე)- ბაზალურუჯრედოვანი კიბო - ეპიდერმისის ბაზალური შრის ან კანის დანამატებისაგან წარმოქმნილი კანის სიმსივნე. ვითარდება სახეზე, იშვიათად კიდურებსა და ტანზე. იზრდება ნელა, ზოგჯერ წლების მანძილზე. მეტასტაზებს თითქმის არ იძლვა. ბაზალიომის კანის ნაირსახეობაა კანის ბრტყელი ზედაპირული ბაზალიომა - ქერცლით და სისხლიანი ქერქით დაფარული სხვადასხვა ზომის მოვარდისფრო ბალთები, რომლებიც განლაგებულია ტანზე, უფრო იშვიათად კიდურებსა და სახეზე. |