lexicon.psp.ge

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
biotelemetria
(ბერძნ.  bios სიცოცხლე, tele შორს, metreo ვზომავ) - საციცოცხლო მოვლენათა გამოკვლევა და მათი მაჩვენებლის გაზომვა შორი მანძილიდან. ამ მიზნით გამოსაკვლევი ცოცხალი ობიექტის სხეულის ზედაპირზე ამაგრებენ ტემპერატურის, წნევისა და სხვა გამღიზიანებლისადმი მგრძნობიარე გადამცემებს, რომლებიც გამრიზიანებელთა ენერგიას ელექტრულ სიგნალებად გარდაქმნიან. ეს სიგნალები რადიო- ან სატელეფონო კავშირით გადაეცემა ნებისმიერ მანძილზე. ბიოტელემეტრია ფართოდ არის გამოყენებული კოსმოსურ ბიოლოგიასა და კოსმოსურ მედიცინაში, სპორტის ფიზიოლოგიაში და სხვ.