lexicon.psp.ge

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
bradykardia
(ბერძნ. bradys ნელი, kardia გული) - გულისცემის შენელება (წუთში 60-ზე ნაკლები). შეიძლება ჰქონდეს სრულიად ჯანმრთელ ადამიანს, განუვითარდეს კარგად ნავარჯიშებ სპორტსმენსაც ან იყოს რომელიმე დაავადების ერთ-ერთი ნიშანი. ბრადიკარდია უმეტესად აღინიშნება გულის გამტარი სისტემის დაზიანების (გულის ბლოკადა), მიოკარდიუმის ინფარქტისა და გულის კუნთის ანთებითი (ინფექციური ან ტოქსიკური) დაავადების დროს. ხანგრძლივმა ბრადიაკრდიამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლის მიმოქცევის დარღვევა პერიფერიულ და განსაკუთრებით ქალასშიგა არტერიებში.