[Brucella ბრუცელოზის გამომწვევ მიკრობთა ჯგუფი, რომელთაც ბრუცელები ეწოდება ინგლისელი ბაქტერიოლოგის D. Bruce-ს (1855-1931) პატივსაცემად. მან პირველმა გამოყო 1887წ. ბრუცელოზის აღმძვრელი ბრუცელოზით გარდაცვლილი ადამიანის გვამიდან; ბერძნ. –osis მდგომარეობა] - ადამიანისა და ცხოველის ინფექციური დაავადება, გამოწვეული Brucella-ს ჯგუფის ბაქტერიებით. მიმდინარეობს ტალღისებური ციებ-ცხელებით; დამახასიათებელია ღვიძლისა და ელენთის გადიდება, ძლიერი ოფლიანობა, საერთო სისუსტე. სწრაფად ვრცელდება ცხოველებში და ადვილად გადადის ცხოველიდან ადამიანზე. დაავადებული მსხვილი რქიანი პირუტყვი, თხა და ღორი ინფექციის წყაროა. |