[ბერძნ. karkinoma კიბო, პირველად ეს ტერმინი გალენმა გამოიყენა, მხოლოდ სარძევე ჯირკვლის კიბოს აღსანიშნავად; ზოგჯერ შეიმჩნევა ვენების გაგანიერება, რომელიც კიბოს ფეხებს მოგვაგონებს; -oma სიმსივნე] – ავთვისებიანი ეპითელიუმური სიმსივნე, კიბო. არჩევენ ორ ძირითად ფორმას: ბრტყელუჯრედოვან და ცილინდრულუჯრედოვან კარცინომას. სრულიად არადიფერენცირებული სიმსივნე, ჩვეულებრივ, ცილინდრულუჯრედოვანი კარცინომაა, მაგრამ შეიძლება იყოს ბრტყელუჯრედოვანი კარცინომის ფორმაც. კარცინომას ახასიათებს სწრაფი ზრდა, დაშლითი პროცესები, მეტასტაზებისა და რეციდივების განვითარება და ავადმყოფის სიკვდილი. |