|
combustio |
[ლათ. comburo (სუპინ.combustum) ვწვავ] – ორგანიზმზე თერმული, ქიმიური ან სხივური ენერგიის ზემოქმედების შედეგად განვითარებული დაავადება, რომელსაც ადგილობრივი და ზოგადი გამოვლენა ახასიათებს. დამწვრობის სხვადასხვა კლასიფიკაცია ძირითადად სიღრმის გათვალისწინებითაა შედგენილი. არჩევენ I, II და III ხარისხის დამწვრობას. |