lexicon.psp.ge

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
depressio
დათრგუნვა, დაჩაგვრა - ავადმყოფური სევდიანობა, უგუნებობა, უიმედობის გრძნობა, რომელიც ახასიათებს ზოგიერთ ფსიქიკურ დაავადებას. ხშირად დეპრესია ვითარდება უარყოფითი ემოციების, კონფლიქტის, მძიმე ცხოვრებისეული სიტუაციის შედეგად და ჩვეულებრივ, გაივლის ხოლმე გამომწვევი მიზეზის მოსპობის ან გარკვეული დროის შემდეგ. იგი შეიძლება განვითარდეს ნევროზის დროს, აგრეთვე ზოგიერთი სამკურნალო საშუალების ხანგრძლივად მიღებისას. დეპრესია ზოგჯერ თან სდევს სხვადასხვა დაავადებას (განსაკუთრებით გულ-სისხლძარღვთა სისტემის მოშლას).