|
dioptria |
(ბერძნ. dioptreia დაკვირვება, გაზმომვა) - ლინზებისა და სხვა ღერძსიმეტრიული ოპტიკური სისტემების ოპტიკური ძალის ერთეული. აღინიშნება D-თი. 1D უდრის ისეთი ლინზის ან სფერული სარკის ოპტიკურ ძალას, რომლის მთვარი ფოკუსური მანძილი არის 1 მ. სხივების შემკრები ლინზის ოპტიკური ძალა დადებითია, გამბნევისა – უარყოფითი. დიოპტრიით გამოსახავენ სათვალის ოპტიკურ ძალას. ახლომხედველთა სათვალის ოპტიკური ძალა უარყოფითია, შორსმხედველთა სათვალისა კი – დადებითი. მაგ., –1,5D ან +2D. |