lexicon.psp.ge

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
disbacteriosis of children
ბავშვი სტერილური ნაწლავებით იბადება. ბაქტერიებით მათი დასახლება მშობიარობის პროცესშივე იწყება - საშოში ბინადრობენ ლაქტობაქტერიები, რომლებიც სამშობიარო გზების გავლისას ნაყოფის ნაწლავებში ხვდებიან. ნაწლავის დასახლება აქტიურად გრძელდება ბავშვის სიცოცხლის პირველ დღეებში, თავდაპირველად - ხსენით, შემდეგ კი დედის რძით კვებისას. სწორედ დედის რძე აძლევს ახალშობილს ყველაფერს, რაც ნაწლავების ნორმალური ფუნქციონირებისთვის არის საჭირო: სასარგებლო ბაქტერიებს, ანტისხეულებს, საკვებ ნივთიერებებს, ვიტამინებს, ჰორმონებსა და მიკროელემენტებს. ნაწლავური მიკროფლორის ჩამოყალიბების პერიოდში ბავშვს შესაძლოა ჰქონდეს არაფორმირებული განავალი და აწუხებდეს მუცლის შებერვა. ამ მდგომარეობას ნაწლავური დისბიოცინოზი ეწოდება და ბავშვის ორგანიზმის ნორმალური ადაპტაციური რეაქციაა საშვილოსნოს გარეთ ცხოვრებაზე. 10-14 დღის ბავშვის ნაწლავური მიკროფლორა მეტ-ნაკლებად მუდმივია (ბიფიდო- და ლაქტობაქტერიები, ნაწლავის ჩხირი, რძემჟავა ბაქტერიები, ენტეროკოკი, სტრეპტოკოკი და სხვა), მაგრამ ზოგიერთი ფაქტორის გავლენით ეს წონასწორობა შეიძლება დაირღვეს.