lexicon.psp.ge

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
dysenteria
[ბერძნ. dysenteria (dys- ცუდი, enteron ნაწლავი)] - მწვავე ინფექციური დაავადება. ახასიათებს მსხვილი ნაწლავის ანთება, ხანმოკლე ცხელება და ზოგადი ინტოქსიკაცია. ინფექციის წყაროა დაავადებული ან ბაქტერიამატარებელი ადამიანი, რომელიც განავათან ერთად გამოყოფს დიზინტერიის მიკრობებს; ავრცელებს ბუზიც, საინკუბაციო პერიოდი საშუალოდ 2–3 (იშვიათად 1–5) დღეა. დაავადება იწყება მწვავედ, სიცხით ინტოქსიკაციის მოვლენებით, რასაც დაერთვის შეტევითი ტკივილი მუცლის ქვედა არეში და სხვადასხვა ინტენსივობისა და ხასიათის (ლორწოვანი, სისხლიანი და ჩირქიანი) ფაღარათი. ზოგჯერ ფაღარათი წინ უსწრებს სიცხეს, ახასიათებს ცრუ ჭინთვები. ამჟამად გავრცელებულია დიზენტერიის მსუბუქი ფორმები – ხანმოკლე, უსისხლო და ულორწო ფაღარათი ინტოქსიკაციის მოვლენების გარეშე. გვხვდება უმძიმესი ფორმაც (განსაკუთრებით ავადდებიან მცირეწლოვანი ბავშვები), რომელსაც ახასიათებს ექსიკოზი (წყლისა და მარილების კატასტროფული დაკარგვა) ან ინფექციური შოკი, რაც ხშირად სიკვდილის მიზეზი ხდება.