|
embolia |
(ბერძნ.embolon სოლი) – სისხლძარღვის სანათურის დაცობა სისხლის ნაკადით მოტანილი ნაწილაკებით(თრომბით, ცხიმის წვეთების ჰაერით, სიმსივნური უჯრედებითა და ბაქტერიებით). ემბილიის შედეგად ემბოლით დაცობილ სისხლძარღვში სისხლის ნაკადი ჩერდება იმ უბანში, რომელსაც დაზიანებული სისხლძარღვი კვებავს, ვითარდება ადგილობრივი სისხლნაკლებობა. ფილტვის არტერიის, თავის ტვინის არტერიებისა და გვირგვინოვანი არტერიების დაცობის შემთხვევაში ემბოლიამ შეიძლება უეცარი სიკვდილი გამოიწვიოს. |