lexicon.psp.ge
ა ბ გ დ ე ვ ზ თ ი კ ლ მ ნ ო პ ჟ რ ს ტ უ ფ ქ ღ ყ შ ჩ ც ძ წ ჭ ხ ჯ ჰ

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
encephalographia
(ბერძნ.enkephalos თავის ტვინი, grapho ვწერ) – რენტგენის სხივებით თავის ტვინის გამოკვლევის მეთოდი. ენცეფალოგრაფიის დროს ზურგის ტვინის არხიდან წინასწარ უშვებენ თავ-ზურგტვინის სითხის ნაწილს და მის ნაცვლად შეჰყავთ რაიმე კონტრასტული ნივთიერება (ჰაერი, ჟანგბადი და სხვ.), ენცეფალოგრაფიას მიმართავენ თავის ტვინში აბსცესის, სიმსივნის, არაქნოიდიტის, უცხო სხეულისა და სხვათა გამოსავლენად.