|
endometritis |
(ბერძნ. endon შიგნით, metra საშვილოსნო, -itis ანთება) – საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის ანთება. იწვევს სხვადასხვა მიკრობი, რომელიც საშვილოსნოს ღრუში ხვდება უმეტესად საშვილოსნოს ყელის არხიდან, აგრეთვე მეზობელი ორგანოების ანთებითი კერიდან. შეიძლება იყოს მწვავე და ქრონიკული. ახასიათებს საშვილოსნოდან უხვი სეროზულ-ჩირქოვანი ან ჩირქოვანი გამონადენი, ზოგჯერ ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილში, ტემპერატურის მომატება, ძლიერი და ხანგრძლივი, ზოგჯერ მტკივნეული მენსტრუაცია. |