|
enterobiosis |
(ბერძნ.enteron ნაწლავი, bios სიცოცხლე) – ნაწლავთა დაავადება, რომელსაც იწვევს კუდმახვილა – უმთავრესად ბავშვებშია გავრცელებული. დაავადების წყარო მხოლოდ დაინვაზიებული ადამიანია. ენტერობიოზის ძირითადი დამახასიათებელი ნიშნებია: ქავილი შორისის მიდამოში, განსაკუთრებით ღამით, უძილობა, მეხსიერებისა და შრომის უნარის დაქვეითება, გულის რევა, უმადობა, ნერვული სისტემის მოშლა. |