lexicon.psp.ge
ა ბ გ დ ე ვ ზ თ ი კ ლ მ ნ ო პ ჟ რ ს ტ უ ფ ქ ღ ყ შ ჩ ც ძ წ ჭ ხ ჯ ჰ

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
eosinophilia
[გვიანდ. ლათ. eosinum (ბერძნ.eosაისი) ეოზინი, ბერძნ. phileo სიყვარული] – ეოზინოფილების რაოდენობის მომატება სისხლში (5–6%–ზე მეტი). ეოზინოფილია ორგანიზმის თავისებური რეაქციაა, რომელიც ვითარდება სისხლში უცხო ცილების პროდუქტების მოხვედრის საპასუხოდ. გვხვდება ალერგიული დაავადებების (ბრონქული ასთმის, შრატისმიერი  დაავადების, თივისმიერი ცხელებისა და სხვ.), ჰელმინთოზების ლიმფოგრანულომატოზის და სხვ. დროს; აღინიშნება აგრეთვე პენიცილინით, სტრეპტომიცინითა და ღვიძლის პრეპერატების მკურნალობის შემთხვევაში.