(ბერძნ.epi-ზედ, ზევიდან, thele ძუძუს თავი) – მრავალუჯრედოვანი ცხოველისა და ადამიანის ქსოვილის ერთ–ერთი ტიპი, რომელიც უმთავრესად დაცვისა და შეწოვის ფუნქციას ასრულებს. ეპითელიუმით არის დაფარული სხეულის ზედაპირი, ამოფენილია ყვალა შიგნითა ღრუ. ფუნქციის მიხედვით ეპითელიუმი შეიძლება იყოს მფარავი, შემწოვი, სეკრეციული, გამომყოფი და სხვ. უჯრედების ფორმის მიხედვით – ბრტყელი, კუბური და ცილინდრული, უჯრედების ფენებად განლაგების მიხედვით – ერთშრიანი, მრავალშრიანი და გარდამავალი, წარმოშობის მიხედვით კი – ექტოდერმული, ენტოდერმული ან მეზოდერმული. |