|
febris atypica |
[ლათ.febris იხ. ფებრის atypica (მდედრ., ზედსართ.) იხ. atypicus ატიპური] – ატიპური, ანუ უწესრიგო ცხელება, როცა ტემპერატურა უწესრიგოდ ცვალებადობს და ტემპერატურის მრუდში ყველა ტიპის ელემენტი ჩანს. ასეთი ტემპერატურაა გრიპის, ხუნაგის, დიზენტერიის, მწვავე რევმატიზმის, ენდოკარდიტის, პლევრიტის, სეფსისის, ფილტვის ტუბერკულოზისა და სხვ. დაავადებათა დროს. |