|
gametophathia |
(ბერძნ. gametes ქმარი, gamete ცოლი, pathos ტანჯვა) - თანდაყოლილი დაავადება, რომელიც ვითარდება სასქესო უჯრედების მომწიფების პერიოდში ან ემბრიონული განვითარების დასაწყისში და გამოწვეულია ქრომოსომული ანომალიებით. შეიძლება განვითარდეს აგრეთვე სასქესო უჯრედების ციტოპლაზმის დაზიანების გამო. |