|
gangraena |
(ბერძნ. gangraina განგრენა) - ნეკროზის ერთ-ერთი სახე, რომლის დროსაც ზიანდება როგორც ზედაპირული, ისე ღრმადმდებარე ქსოვილები, ძვლები და სახსრები. ზოგჯერ თან სდევს ჩირქოვანი ინფექცია. ვითარდება უმთავრესად სისხლძარღვთა დაავადების - ემბოლიის, ათერომატოზის, დიაბეტის, დამწვრობის, მოყინვის და სხვ. შედეგად. არჩევენ განგრენის ორ ფორმას: მშრალს და სველს. |