lexicon.psp.ge

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
gangraena emphysematosa
აიროვანი განგრენა, infectio gazosa აიროვანი ინფექცია, oedema malignum ავთვისებიანი შეშუპება - მეტად მძიმე, მწვავე ინფექციური დაავადება, რომელიც ვითარდება ჭრილობის დაბინძურების, მასში ანაერობული ინფექციის შეჭრის (უმეტესად ნიადაგიდან) შედეგად. ჭრილობაში მოხვედრილი მიკრობები მრავლდება, იწვევს ქსოვილების ნეკროზს და მთელი ორგანიზმის ინტოქსიკაციას. ინფექცია სწრაფად ვრცელდება საღ ქსოვილებზე. თუ დაავადებული კიდური, ზოგჯერ აუცილებელია მისი სასწრაფო ამპუტაცია, სხვა შემთხვევაში კომპინირებულად მკურნალობა.