განგრენა სხეულის ან ორგანოს რომელიმე ნაწილის ნეკროზი ანუ სიკვდილია. მკვდარი უბანი ფერს იცვლის - მოლურჯოდან შავამდე. განგრენა ქსოვილისთვის ჟანგბადის მიწოდების შეწყვეტის ან მკვეთრი შეზღუდვის შემთხვევაში ვითარდება. ის გვხვდება გულისგან დაშორებულ ადგილებში (მაგალითად, კიდურებზე, თითებზე) და იმ უბნებში, სადაც ადგილობრივად არის დარღვეული სისხლის მიმოქცევა (მაგალითად, ინფარქტის დროს გულის კუნთში ან ფილტვის ქსოვილში). განგრენას აქვს როგორც შინაგანი, ისე გარეგანი ფაქტორები. გარეგანი ფაქტორები, თავის მხრივ, სხვადასხვა ბუნებისაა: |