lexicon.psp.ge

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
gonitis
[ბერძნ. gony(ნათ.gonatos) მუხლი, -itis ანთება] - მუხლის სახსრის ანთება. ვითარდება ტრამვის, ან უფრო ხშირად ინფექციის შეჭრის შედეგად. შეიძლება იყოს მწვავე და ქრონიკული. მწვავე გონიტის დროს სახსრის ღრუში გროვდება სეროზული, ფიბროზული ან ჩირქოვანი გამონადენი. სახსარი შესივებული და მტკივნეულია. სახსრის ზემოთ კანი შეწითლებულია ადგილობრივი და სხეულის ტემპერატურა მომატებული მოძრაობა მკვეთრად იზღუდება. ქრონიკული გონიტი მწვავე გონიტის გადატანის შემდეგ ვითარდება.