|
haemochromatosis |
[ბერძნ.haima (haema) სისხლი, chroma ფერი, -osis მდგომარეობა] – ორგანიზმში რკინის ცვლის მოშლით განპირობებული დაავადება. ახასიათებს კანის ინტენსიური შეფერვა რკინის შემცველი პიგმენტის ჰემოსიდერინის გაძლიერებული დაგროვების შედეგად. გვხვდება ხშირად ღვიძლის ჰიპერტროფიულ ციროზთან და გლუკოზურიასთან ერთად. |