lexicon.psp.ge

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
haemopoiesis
[ბერძნ.haima(haema) სისხლი, poieo წარმოვქმნი] – სისხლის უჯრედოვანი ელემენტების წარმოქმნის, განვითარებისა და მომწიფების პროცესი. თანამედროვე თეორიის მიხედვით სისხლწარმოქმნის საწყისი დედა უჯრედია პოლიპოტენტური ღეროვანი უჯრედი, რომელიც წარმოადგენს სისხლის ყველა უჯრედის წინამორბედს. შემდეგი საფეხურია ნაწილობრივ დეტერმინირებული ღეროვანი უჯრედი, რომელიც ორი სახისაა: ერთი, რომელიც საწყისს აძლევს ლიმფურ უჯრედებს, და მეორე – ერითროიდულ მიელოიდურ და მეგაკარიოციტულ ელემენტებს. ღეროვანი უჯრედის მესამე საფეხურია ერითრო–, ლეიკო– და თრომბოციტოპოეტინებისადმი მგრძნობიარე უჯრედი, საიდანაც წარმოიქმნება ერითროციტების, ლეიკოციტებისა და თრომბოციტების უშუალო წინამორბედი. ღეროვანი უჯრედების სამივე სახის მორფოლოგიურად გარჩევა შეუძლებელია. მათი იდენტიფიკაცია შესაძლებელია მხოლოდ კულტივირების გზით.