|
hepar |
(ბერძნ.) ორგანიზმის ყველაზე დიდი ჯირკვალი, რომლის უმეტესი ნაწილი მარჯვენა ფერდქვეშა მიდამოშია; ფუნქციურად და მორფოლოგიურად დაკავშირებულია საჭმლის მომნელებელ ტრაქტთან. მისი ფუნქციები რთული და მრავალფეროვანია, იგი მონაწილეობს საჭმლის მონელებაში, სისხლის მიმოქცევასა და ნივთიერებათა ცვლაში, დიდ როლს ასრულებს სისხლის შედედების პროცესში. |