|
hypnosis |
(ბერძნ. hypnos ძილი) – ხელოვნურად (შთაგონებით ან სუბიექტის ყურადღების ხელოვნურად რაიმეზე ძლიერი კონცენტრაციით) გამოწვეული ძილისმაგვარი მდგომარეობა. ამ დროს ნერვული სისტემა შეკავებულია, შენარჩუნებულია მხოლოდ გარკვეული უბანი, რომლის მეშვეობით, ექიმი მკურნალობისთვის კონტაქტს ამყარებს ავადმყოფთან. ფსიქოთერაპიის ერთ–ერთი სახე. |