|
immunitas |
[ლათ. in(im) უარყ. ნაწ. munus მოვალეობა, ვალდებულება] მედიცინაში – მიუღებლობა, შეუვალობა –ორგანიზმის შეუვალობა გადამდებ დაავადებათა და მათ აღმძვრელთა (ბაქტერიების, ტოქსინების) მიმართ. იმუნიტეტი ბუნებრივი, (თანდაყოლილი) და შეძენილია; შეძენილი იმუნიტეტის გამოწვევა შეიძლება ინფექციური დაავადების შედეგად ან ხელოვნურად (იხ. იმუნიზაცია). |