lexicon.psp.ge

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
impotentia
მამაკაცის სქესობრივ პოტენციას უწოდებენ მის უნარს, სქესობრივად დააკმაყოფილოს ქალი, იმპოტენცია კი, შესაბამისად, ამ უნარის უქონლობაა. იმპოტენტად შეიძლება ჩაითვალოს არა მარტო ის, ვინც ვერ ახერხებს სქესობრივი აქტის ჩატარებას, არამედ ისიც, ვინც ვერ ახერხებს სქესობრივი აქტის საკმარისად გახანგრძლივებას პარტნიორის დასაკმაყოფილებლად. სექსოპათოლოგიაში ტერმინ "იმპოტენციას" პრაქტიკულად აღარ იყენებენ. მის ნაცვლად დამკვიდრდა ტერმინი "ერექციული უკმარისობა". ეს ტერმინი ერექციის ხარისხის აღნიშვნის მხრივ მანევრირების უფრო მეტ საშუალებას იძლევა, ვინაიდან სქესობრივი ფუნქცია შედარებითი ხასიათისაა - ერთი და იგივე მამაკაცი ერთ ქალთან შეიძლება იმპოტენტური იყოს, მეორესთან კი - არა. სქესობრივი ფუნქციის დარღვევის მიზეზებს 6 ჯგუფად ყოფენ. ესენია: