lexicon.psp.ge

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
infarctus
(ლათ. infarcio ვტენი, ვავსებ) – სისხლის მომარაგების შეწყვეტის შედეგად ორგანოსა ან ქსოვილში მკვდარი (ნეკროზული) კერის წარმოქმნა. უშუალო მიზეზებია თრომბოზი, ემბოლია ან მკვებავი არტერიის სპაზმი; გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ჰიპოქსიას. განარჩევენ თეთრ ანუ იშემიურ (სისხლისაგან დაცლილ) და წითელ ან ჰემორაგიულ (სისხლით გაჟღენთილ) ინფარქტს. თეთრი ინფარქტი უმეტესად ვითარდება გულში, თირკმელებსა და ელენთაში. წითელი – ფილტვებსა და კუჭნაწლავში. ფორმის მიხედვით ინფარქტი შეიძლება იყოს კონუსისებრი (თირკმელში , ფილტვში) ან უსწორმასწორო (გულში ტვინში). კონსისტენციის მიხედვით მშრალი (გულის კუნთის ინფარქტი) ან სველი (ტვინის ინფარქტი). ინფარქტის დანეკროზებული მასა შეიწოვება ან ხდება მისი ორგანიზება, რის შედეგადაც წარმოიქმნება ცისტა (მაგ. თავის ტვინში) ან ნაწიბური (მაგ. გულის კუნთში) ინფარქტი შეიძლება დაჩირქდეს და გაიხსნას (სეფსისური ინფარქტი). ორგანოს ფუნქციის შესუსტება ან სრული მოშლა. დამოკიდებულია ინფარქტის სიდიდეზე, ლოკალიზაციასა და სხვა თავისებურებებზე.