lexicon.psp.ge

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
infarctus myocardii
(ლათ.infarctus იხ. ინფარქტი, ბერძნ. myokardium იხ. მიოკარდიუმი) – გვირგვინოვანი არტერიის სისხლის მიმოქცევის მოშლისას (კორონარული თრომბოზის, ათეროსკლეროზისა და სპაზმის შედეგად. გულის კუნთში განვითარებული ნეკროზის კერა, ჩვეულებრივ სტენოკარდიული ტკივილის შეტევით იწყება. ტკივილი ძლიერდება და სამკურნალო ღონისძიებების მიღების მიუხედავად სრულიადაც არ იკლებს. დაავადება შესაძლოა ატიპურად დაიწყოს – შედარებით ნაკლები ინტენსივობის ტკივილით მისი უჩვეულო ირადიაციით, არა მარცხენა ბეჭსა და მარცხენა ხელში არამედ მარჯვენა ხელში, კეფაში, მარჯვნა ფერდქვეშა ან ეპიგასტროუმის არეში. დაავადების როგორც ტიპური ისე ატიპური მიმდინარეობისას ავადმყოფი გაფითრებულია, სიკვდილის შიშის გრძნობა აქვს, ცივი ოფლი ასხამს, ვერ ისვენებს. პირველი დღიდანვე სისხლში ლეიკოციტოზია. მე–2. მე–3 დღიდან ერითროციტების დალექის სიჩქარე მომატებულია აღინიშნება ჰიპერგლიკეია, გლიკოზურია. ნეკროზული კერის განვითარების შედეგად მიოკარდიუმში ელექტრული პროცესების ნორმალური მიმდინარეობა ირღვევა და ელექტრო კარდიოგრამის პარკუჭოვან კომპლექსში აღინიშნება ინფარქტის დამახასიათებელი ცვლილებები.