|
insuloma |
ინსულომა კუჭუკანა ჯირკვლის ბეტა უჯრედების კეთილთვისებიანი სიმსივნეა, რომელიც ინსულინის ჭარბ გამომუშავებას იწვევს. ეს დაავადება გვხვდება 30-დან 60 წლამდე ასაკში და ძნელი აღმოსაჩენია, ვინაიდან სიმსივნური წარმონაქმნი შეიძლება მეტისმეტად პატარა იყოს. ასიდან 10-12 შემთხვევაში ინსულომა ავთვისებიან გადაგვარებას განიცდის, 5 შემთხვევაში კი სიმსივნე მდებარეობს არა პანკრეასში, არამედ კუჭში ან თორმეტგოჯა ნაწლავში. |