lexicon.psp.ge

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
leucosis
(ბერძნ.leukos თეთრი) – ჰემობლასტოზი, რომელიც წარმოიშობა სისხლმბადი უჯრედებისაგან და როგორც წესი აზიანებს ძვლის ტვინს. ამჟამად დამტკიცებულია ლეიკოზთა დიდი ნაწილის კლონური ბუნება. აღმოჩნდა რომ ყველა სიმსივნური უჯრედი კლონია, ე.ი. ერთი შეცვლილი უჯრედის შთამომავლობა, რომელიც შემდგომში მეტასტაზირებით ვრცელდება მთელ სისხლმბად სისტემაში. ლეიკოზის ავთვისებიანობა დამოკიდებულია სიმსივნური, ანუ პლასტური უჯრედების ბუნებაზე, ავადმყოფობის მიმდინარეობისა და მორფოლოგიური და ციტოქიმიური თავისებურებების მიხედვით გამოყოფენ ლეიკოზის მწვავე და ქრონიკულ ფორმებს.