lexicon.psp.ge

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
lymphogranulomatosis
(ლათ.lympha იხ. ლიმფა, granulum მარცვალი, ბერძნ. -oma სიმსივნე, -itis მდგომარეობა ) – ლიმფური სისტემის დაავადება ავთვისებიანი გრანულომა. კლინიკურად დამახასიათებელია ლიმფური კვანძების სიმსივნური ზრდა, დასაწყისში ტალღისებური ტემპერატურა, შემდგომ მუდმივი მაღალი ტემპერატურა, ქავილი და სხვ. კვანძების ჰისტომორფოლოგიურ სურათს, ლიმფოციტების, პლაზმოციტებისა და ეოზინოფილების გარდა, ახასიათებს ბერეზოვსკი – შტერნბერგის გიგანტური უჯრედის არსებობა.