lexicon.psp.ge

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
lypoma
ლიპომა,  ცხიმოვანი სიმსივნე,  არის კეთილთვისებიანი შემაერთებელქსოვილოვანი სიმსივნე, რომელიც ვითარდება კანქვეშა შრის შემაერთებელ ფაშარ ქსოვილში და შეუძლია ჩასვლა უფრო ღრმად - კუნთამდე, სისხლძარღვებამდე და ძვლისაზრდელამდეც კი. ყველაზე მეტად გავრცელებულია კანქვეშა და კანის ლიპომები, მაგრამ წარმონაქმნი შესაძლოა გაჩნდეს მუცლის ღრუში, თირკმელების ახლოს, ასევე - სარძევე ჯირკვლებში, შუასაყარში, ფილტვებში და სხვაგანაც. ხშირად ლიპომა მრავლობითია. ზოგჯერ დიდდება და პატარავდება ადამიანის სხეულის მასის მატება-კლებასთან ერთად, მაგრამ უმეტესად ამისგან დამოუკიდებლად იზრდება და სხეულის მასის კლების შემთხვევაშიც კი განაგრძობს ზრდას. ლიპომა ნელა იზრდება. უმეტესად 4-5 სმ-იანია, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც ძალიან დიდი (10 სმ და მეტი) ზომისაც ხდება. ჩვეულებრივ, რბილია, მაგრამ შემაერთებელი ქსოვილის სიჭარბის შემთხვევაში მკვრივდება. არსებობს ლიპომის ნაირსახეობა - ინტრამურული ლიპომა, რომელსაც არ გააჩნია მკვეთრი საზღვრები და კუნთის სიღრმეში მდებარეობს. ლიპომა უმტკივნეულო და ოდნავ მოძრავია. ხშირად ლოკალიზდება ზურგის ზემოთა ნაწილში, ბეჭებზე, თეძოებზე. სიცოცხლისთვის საშიში არ არის, ლიპოსარკომაში იშვიათად გადაიზრდება, მაგრამ შესაძლოა, იმხელა გახდეს, რომ, მაგალითად, სარძევე ჯირკვალს ფორმა უცვალოს. ლიპომა ვითარდება ცხიმოვანი ჯირკვლების დახშობის შედეგად, რისი მიზეზიც ჯერჯერობით უცნობია.