|
meningismus |
[ბერძნ. meninx (ნათ.meningos) ტვინის გარსი, -ismus მდგომარეობა] – მენინგიტის დამახასიათებელი სიმპტომებია თავისა და ზურგის ტვინის ანთებითი დაზიანების გარეშე – თავის ტკივილი, გულისრევა, ზოგჯერ ღებინება, კისრის კუნთების რიგიდობა. გვხვდება ქალასშიგა წნევის მომატების, ქალას უკანა ფოსოს არაქნოიდიტის ან სიმსივნის, პარკუჭთა სისხძარღვოვანი წნულების ანთებითი პროცესების, თავის ტვინის შეშუპების, პუნქციის შემდგომი მდგომარეობა და სხვ. დროს. |