lexicon.psp.ge

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
meningitis cerebrospinalis epidemica
(ლათ.meningitis იხ. მენინგიტი, cerebrum თავის ტვინი, spinalis ზურგის ტვინის) – თავისა და ზურგის ტვინის რბილი გარსების სეროზულ ჩირქოვანი ან ჩირქოვანი ანთება. გამომწვევია მენინგოკოკი ახასიათებს სეზონურობა, გვხვდება უმთავრესად ზამთარში და გაზაფხულზე. დაავადებამ შეიძლება მიიღოს ეპიდემიური ხასიათი; ინკუბაციური პერიოდი 2–4 დღეა, იწყება უეცრად ტემპერატურის აწევით, ტავის ძლიერი ტკივილით, ღებინებით. ტუჩების ლორწოვა-ნსა და კანზე მე–2, მე–3 დღეს შეიმჩნევა ჰერპესი, გამოხატულია ნერვული სისტემის დაზიანე-ბის სიმპტომები, კეფის კუნთების რიგიდობა, ჰიპერესთეზია, მაჯა შენელებულია ტემპერა-ტურასთან შედარებით, ზურგის ტვინის სითხე შემღვრეულია.