|
menopausa |
[ბერძნ. men (ნათ.menos) თვე, ლათინიზ. pausa (ბერძნ.pausis) შეჩერება, შეწყვეტა] – თვიურის ფიზიოლოგიური შეწყვეტა 40–50 წლის ასაკში, ცნობილია კლიმაქსის სახელწოდებით. ნაადრევად თვიური და საკვერცხეთა ნორმალური ფუნქცია შეიძლება შეწყდეს აგრეთვე ოპერაციული ჩარევისა (საშვილოსნოსა და საკვერცხეების ამოკვეთა) და რადიაციული დასხივების შედეგად. |