[(ბერძნ. para- ახლოს, odus (ნათ. odontos) კბილი] – კბილის ირგვლივი ქსოვილების დეგენერაციულ- დისტროფიული ხასიათის ქრონიკული დაავადება, აზიანებს ყბა კბილთა სისტემას ამ დაავადების დროს სრულიად ჯანმრთელი, დაუზიანებელი კბილები კარგავს მდგრადობას შიშვლდება; კლინიკურად გამოხატული პეროდონტოზის დამახასიათებელია შემდეგი სიმპტომები: კბილების მორყევა და მათი ადგილმდებარეობის შეცვლა ალვეოლური მორჩის ატროფია, პათოლოგიური ჯიბის განვითარება, ღრძილის ფერის შეცვლა, ღრძილის ჯიბიდან (ალვეოლიდან) სისხლის ან ჩირქის დენა, კბილის ქვა და ოკლუზიის დარღვევა. |