lexicon.psp.ge

A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

А Б В Г Д Е Ё Ж З И Й К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Щ Ъ Ы Ь Э Ю Я


ქართული Latin Русский psp.ge
scarlatina
(იტალ. scarlatum წითელი, ალისფერი ქსოვილი) - მწვავე ინფექციური დაავადება, უპირატესად ემართებათ ბავშვებს 3-6 წლის ასაკში. შემთხვევები მეტია შემოდგომა-ზამთრის თვეებში. იწყება მაღალი ტემპერატურით, ღებინებით, ანგინით და წინწკლოვანი წითელი გამონაყარით, რომელიც წარმოიქმნება დაავადების პირველი სიმპტომების გამოვლენიდან 12-14 საათის შემდეგ ჯერ კისერსა და გულმკერდის ზედა ნაწილზე. დამახასიათებელია „ჟოლოს ენა“ (მე-3, მე-5 დღეს), ლოყების მკაფიო ჰიპერემია,  მეორე კვირიდან კანის აქერცვლა; გართულებები: ლიმფადენიტი, შუა ყურის ჩირქოვანი ანთბა, გლომერულონეფრიტი, რევმატიული სინდრომი და სხვ.