|
stenocardia |
(ბერძნ.stenos ვიწრო, kardia გული) – მწვავე ტკივილის შეტევა გულის არეში, გულის ანგინა. ტკივილი ლოკალიზდება მკერდის ძვლის უკან ან მისგან მარცხნივ, იშვიათად გულის კოვზთან, ირადიაციას იძლევა უმეტესად მარცხენა მხარსა ან წინა მხარზე, მარცხენა ბეჭში, კისერზე. |