ადამიანისა და ხერხემლიანი ცხოველების ნერვიული სისტემის ნაწილი, რომელიც არეგულირებს შინაგანი ორგანოების (საჭმლის მომნელებელი, სუნთქვის, სისხლის მიმოქცევის, გამრავლების, გამომყოფი და სხვ.) მოქმედებას, ნივთიერებათა ცვლის პროცესებს და შესაბამისად – ყველა ქსოვილის ფუნქციურ მდგომარეობას. ვეგეტატიური ნერვიული სისტემა შედგება პარასიმპათიკური (შუა და მოგრძო ტვინიდან და ზურგის ტვინის გავის ნაწილიდან გამოსული ბოჭკოები ქმნიან პარასიმპათიკურ ნერვულ სისტემას) და სიმპათიკური ( ზურგის ტვინის გულმკერდ-წელის ნაწილიდან გამოსული ბოჭკოები ქმნიან სიმპათიკურ ნერვულ სისტემას) ნერვული სისტემისაგან. |