|
tuberculoma |
[ლათ.tuber (კნინ.tuberculum) კორძი, ბერძნ. -oma სიმსივნე] – ტუბერკულოზური ხორკლი, უჯრედების გროვა, რომელთა შორის არის განსაკუთრებული, გიგანტური უჯრედები; ამ უჯრედების ცენტრში განლაგებულია ტუბერკულოზის მიკობაქტერიები. ვინაიდან ხორკლში არ არის სისხლძარღვები, მასში იწყება კვდომითი პროცესი, ხორკლი განიცდის ხაჭოსებრ კაზეოზურ დაშლას, ხოლო განთავისუფლებულ მიკრობებს შეუძლიათ შეაღწიონ სისხლში. ხშირ შემთხვევაში ხორკლი შეიძლება ჩაიკიროს, რის შედეგადაც წარმოიქმნება დახურული კერა. |